თავში

თურქეთს თხილის ექსპორტით $2.2 მილიარდის შემოსავალი აქვს

თურქეთს თხილის ექსპორტით $2.2 მილიარდის შემოსავალი აქვს
თურქეთს თხილის ექსპორტით $2.2 მილიარდის შემოსავალი აქვს

თურქეთი, მსოფლიოში თხილის უმსხვილესი მიმწოდებელია. ქვეყანამ თხილის ექსპორტით  2.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში. თურქული თხილის ექსპორტის მაჩვენებელი 44%-ით არის გაზრდილი გასული 2018-2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ცნობისთვის, თურქეთმა თხილის ექსპორტის 77% ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელა, სადაც 256,000 ტონა თხილი იქნა ექსპორტირებული, საიდანაც ქვეყანამ 1.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ამჟამად თურქულ თხილზე მოთხოვნა 26%-ით გაიზარდა და ექსპოტმა 331,066 ტონა შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system