თავში

თურქეთში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციამ $66 მილიარდს მიაღწია

თურქეთში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციამ $66 მილიარდს მიაღ
თურქეთში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციამ $66 მილიარდს მიაღწია

თურქეთის განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციამ რეკორდულ $66 მილიარდს მიაღწია, ქვეყნის მიერ გამომუშავებული ენერგიის 53%–ზე მეტი კი სწორედ განახლებადი წყაროებიდან მიიღება.

ელექტროენერგიის გადამცემი კომპანია TEIAŞ–ს მონაცემებით, გასულ თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობიდან – 98,493 მეგავატი სიმძლავრიდან – განახლებადი სიმძლავრე 52,353 მეგავატს შეადგენდა.

განახლებადი ენერგიის ინვესტორთა ასოციაციის GÜYAD–ის თანახმად, ერთ მეგავატზე საინვესტიციო ღირებულება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის: წარმოების არეზე, გამოყენებულ ტექნოლოგიაზე, გლობალურ ხარჯებსა და სტიმულებზე.

ამ პარამეტრების გათვალისწინებით, ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციებმა $35 მილიარდს მიაღწია. ის დაახლოებით 31,440 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. კლიმატური პირობების გაუარესების გამო, ჰიდროენერგეტიკის გამომუშავება დრამატულად შემცირდა. ძლიერმა გვალვებმა მდინარეებისა და წყალსაცავების დაშრობა გამოიწვია.

$13-მილიარდიანი ინვესტიციით ქარის ენერგიის სექტორი განახლებადი ენერგიის წარმოებით სიდიდით მეორეა 10,014 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებით.

გასულ კვირას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქარის ენერგიის სიმძლავრემ 10,000 მგვტ-ის ზღურბლს აგვისტოში გადააჭარბა. შედეგად, თურქეთი მსოფლიო ათეულში იყო ყველაზე მაღალი ქარის სიმძლავრით, ხოლო ევროპაში – მეხუთე.

მზის ენერგიაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა $10 მილიარდ დოლარს უტოლდება, ხოლო დადგმული სიმძლავრე 7,435 მეგავატია. რაც შეეხება გეოთერმულ წყაროს, ინვესტიციების მოცულობა $6 მილიარდს აჭარბებს, ხოლო ბიომასის ელექტროსადგურებში ინვესტიციები $2 მილიარდს უტოლდება.

აგვისტოს ბოლოსთვის ჰიდროენერგეტიკამ მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგიის 32%, ქარის სიმძლავრეებმა – 10.2%, მზის – 7.5%, ხოლო გეოთერმულმა და ბიომასამ შესაბამისად 1.7%და 1.8% აწარმოა.

ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი წყაროების წილი შედარებით დაბალი, 37.7% დარჩა. ამ პერიოდში ჰიდროელექტროსადგურების დაბალი გამომუშავება ბუნებრივმა აირმა შეცვალა.

წყარო: Forbes.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system