თავში

თურქეთში უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე საკომისიო წესდება

თურქეთში უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე საკომისიო წესდება
თურქეთში უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე საკომისიო წესდება

2022 წლის 7 იანვრიდან თურქეთის ცენტრალური ბანკი უცხოურ ვალუტაში შენახულ დეპოზიტებზე საკომისიო გადასახადს აწესებს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის კერძო ბანკებში უცხოურ ვალუტაში განთავსებულ თანხაზე 1,5-პროცენტიანი წლიური საკომისიო გადასახადი წესდება. საკომისიო კვარტლის ბოლოსათვის საშუალო ნაშთებიდან გამოითვლება და კვარტლის დასრულებიდან პირველ სამუშაო დღეს გამოიქვითება. 

როგორც თურქეთის ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამის მიზეზი თურქული ლირის გაუფასურებაა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს მოსახლეობას მოუწოდებს, სახსრები ეროვნულ ვალუტაში შეინახონ. 

16 დეკემბერს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 15%-დან 14%-მდე შეემცირებინა, რამაც თურქული ვალუტის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია - 20 დეკემბერს დოლარმა რეკორდულ ნიშნულს 18,4 ლირას მიაღწია.

ჯერ კიდევ თებერვალში დოლარი 6,9 ლირა ღირდა, მას შემდეგ თურქული ვალუტა თითქმის 120 პროცენტით გაუფასურდა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system