თავში

თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა

თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა
თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა

თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ მორიგი ისტორიული მინიმუმი განაახლა.

13 დეკემბრის სავაჭრო მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი 14 ლირა ღირს.

ექსპერტები ლირის მორიგ გაუფასურებას ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ 16 დეკემბერს მოსალოდნელი დისკონტის განაკვეთის ახალ შემცირებას უკავშირებენ.

ჯერ კიდევ თებერვალში დოლარი 6,9 ლირა ღირდა, მას შემდეგ თურქული ვალუტა თითქმის 120 პროცენტით გაუფასურდა.

ლირის ვარდა კიდევ უფრო დააჩქარა იმ ფაქტმა, რომ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 16%-დან 15%-მდე შეემცირებინა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system