თავში

თურნავა: ეკონომიკაში გაჯანსაღების სერიოზული ნიშნებია

თურნავა: ეკონომიკაში გაჯანსაღების სერიოზული ნიშნებია
თურნავა: ეკონომიკაში გაჯანსაღების სერიოზული ნიშნებია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა, რომ პირველი სერიოზული ნიშნები ეკონომიკის გაჯანსაღების უკვე ჩანს. 

ნათია თურნავას თქმით, მსოფლიო ეკონომიკა ებრძვის პანდემიას და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან ის გლობალური ეკონომიკის ნაწილია. მინისტრი ამბობს, რომ პანდემიის მიუხედავად საქართველოში  თვიდან თვემდე სუსტდება ეკონომიკური ვარდნის პროცენტი. 

თურნავას თქმით, ამას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ოპტიმისტური პროგნოზებიც ადასტურებს.

"ამიტომაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩვენი ეკონომიკის პერსპექტივა შეაფასა იმდაგვარად, რომ ჩვენ მომავალ წლებშიც კვლავაც ვიქნებით რეგიონში ერთ-ერთი ეკონომიკური ლიდერი ეკონომიკის ზრდის მიხედვით. კერძოდ, 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი იქნება 5.5%, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ კოვიდით გამოწვეული პრობლემები და კვლავ დავუბრუნდეთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტრაექტორიას,"  - განაცხადა მინისტრმა თურნავამ და საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემები შეახსენა. 

"შეგახსენებთ, რომ პოზიტიური ცვლილებაა არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაში, არამედ ექსპორტის დინამიკაშიც. შარშან საქართველოს ექსპორტი აღწევდა რეკორდულ ნიშნულებს, წელს კი, მიუხედავად კოვიდისა, ეს რეკორდი მოიხსნა, ანუ ექსპორტი კიდევ უფრო გაიზარდა. სექტემბერში ექსპორტი გაზარდა 8.6%-ით, ადგილობრივი ექსპორტი კი 27 %-ით. ეს შევძელით იმით, რომ პანდემიის გავრცელების პირველივე დღიდან მივიღეთ მკაცრი ზომები. ეპიდემიის სწორად მართვამ მოგვცა საშუალება, რომ სწრაფად აღგვედგინა ეკონომიკური საქმიანობა ბევრ სფეროში, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში და სწორედ სოფლის მეურნეობაა ერთ-ერთი ლიდერი დღეს ექსპორტში. ავითვისეთ ახალი ბაზრები," - განმარტა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system