თავში

თურნავა "ჯორჯიან ეარვეისს" : კომერციული ინტერესი უკან უნდა გადაიდოს

თურნავა "ჯორჯიან ეარვეისს" : კომერციული ინტერესი უკან უნდა გადაიდოს
თურნავა ჯორჯიან ეარვეისს : კომერციული ინტერესი უკან უნდა გადაიდოს

"საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ყველა გადაწყვეტილება ფრენაზე იქნება შეთანხმებული ჩვენთან, რადგან ადამიანები, ვინც ჩვენ ჩამოგვყავს, უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი კარანტინით თავიდან ბოლომდე და ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთი თანმიმდევრობით, როგორიც იქნება ჩვენთვის ყველაზე უფრო უსაფრთხო," – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა ურტყამს მათ შორის საავიაციო კომპანიებს, მაგრამ დღეს ყველა კომპანიამ თავისი კომერციული ინტერესი უკან უნდა გადადოს და იმოქმედოს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

„რაც შეეხება „აირზენას“ განცხადებას, აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა რაც დაუდგა მსოფლიოს, ურტყამს მათ შორის ავიაციას და საავიაციო კომპანიებს, მაგრამ დღეს არის დრო, რომ ყველამ თავისი კომერციული ინტერესი უკან გადადოს და ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გავაუქმეთ საგანგებო ვითარების პირობებში რეისები, შეთანხმება არის, რომ მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება იმ გრაფიკით და იმ თანმიმდევრობით, როგორც იქნება ჩვენთან შეთანხმებული, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას და ამ პროცესის დაცვას და აქედან გამომდინარე, ეს ასე გაგრძელდება და არა რომელიმე კომპანიის ცალეული ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ეს დღეს არის მეორე ხარისხოვანი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოხდეს ორგანიზებულად, დაგეგმილი რეჟიმის და გრაფიკის მიხედვით, იმიტომ, რომ დღეს მთავარი პრიორიტეტი არის მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

ცნობისთვის, ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" რეისები, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად იყო დაგეგმილი, ვერ შესრულდა. 

პრემიერი გახარია ფიქრობს, რომ "აირზენას" დირექტორი მთავრობის მხრიდან მეტი თანხის შეთავაზებას ელოდება რეისის შესრულებაში. მთავრობის მეთაური ავიაკომპანიას ახსენებს, რომ კანონდამრღვევ კომპანიებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system