თავში

თურნავა: მაისიც და ივნისიც იქნება ძალიან მძიმე

თურნავა: მაისიც და ივნისიც იქნება ძალიან მძიმე
თურნავა: მაისიც და ივნისიც იქნება ძალიან მძიმე

არ დაგიმალავთ, ივნისიც მძიმე იქნება და საერთოდ, წლის ბოლოს ეკონომიკის სერიოზული ვარდნაა ნავარაუდევი - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ აპრილის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა.

თურნავას თქმით, საქართველოს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ 2021 იყოს ეკონომიკური ზრდის წელი.

„აპრილის თვეში ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო. ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგი, ამ დროს ქვეყანაში იყო საგანგებო ვითარება, ეკონომიკური საქმიანობა არსებითად შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად. მოსახლეობის ეპიდემიისგან დასაცავად. მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისევე, როგორც ევროპაში. თუმცა ყველა მონაცემი გვაქვს იმისათვის, რომ 2021 წელი იყოს ზრდის და საწარმოები იქნებიან ამ წარმატების შემადგენელი ელემენტები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system