თავში

ნათია თურნავა: ამბიცია გვაქვს, ვიყოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა რეგიონში“

ნათია თურნავა: ამბიცია გვაქვს, ვიყოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა რეგიონში“
ნათია თურნავა: ამბიცია გვაქვს, ვიყოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა რეგიონში“

“ამბიცია გვაქვს, ვიყოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა რეგიონში. რა თქმა უნდა, ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი უკეთესია, მაგრამ გეგმა უნდა იყოს არა მარტო ამბიციური, არამედ რეალისტურიც“, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას გააკეთა.

ნათია თურნავას თქმით, ბიუჯეტით განსაზღვრული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა და წარმოდგენილი გეგმა რეალისტური და მიღწევადია, რადგან წელს აგვისტოს თვეში ეკონომიკის 5%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 8 თვეში საშუალო თვიური ზრდის მაჩვენებელი 5%-ია.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ - ამას ემსახურება ბიუჯეტი, საინვესტიციო პროგრამები და ჩვენს მიერ დაგეგმილი სხვა აქტივობები - ეკონომიკური გუნდის, მთლიანად მთავრობის და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system