თავში

თურნავამ ნომინაციაში საქართველოს უცხოელი მეგობარი“ გამარჯვებული დააჯილდოვა

თურნავამ ნომინაციაში „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ გამარჯვებული დააჯი
თურნავამ ნომინაციაში საქართველოს უცხოელი მეგობარი“ გამარჯვებული დააჯილდოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ნომინაციაში „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ გამარჯვებული დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წელს ეს ჯილდო პროფესორ ლასლო ბორჰის, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის რექტორს გადაეცა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ორ ქვეყანას, საქართველოსა და უნგრეთს შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ლიტერატურული კავშირების განმტკიცების საქმეში. ლასლო ბორჰის უშუალო ძალისხმევით უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენის სწავლების კურსი და უნგრელი ქართველოლოგის, მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა. ჯილდო მიიღო უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანა მარია შიკომ.

„მინდა, მივესალმო ყველა ჩვენ უცხოელ მეგობარს, საქართველოს მიმართ მათი ღვაწლი ძალიან დასაფასებელია, რადგან ჩვენი თანამემამულეები, ვინც საზღვარგარეთ ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ, იღწვიან საკუთარი სამშობლოსთვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია, როდესაც უცხოელი ადამიანები საზღვარგარეთ ასევე ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ქართული დიასპორის როლსა და მნიშვნელობაზე საზღვარგარეთ სხვადასხვა სფეროში კავშირების დამყარების კუთხით. ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მართლაც ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ეს რესურსი, რომელიც მთელ მსოფლიოში ჩვენი დიასპორის სახით გვყავს, იყოს მაქსიმალურად მობილიზებული და კავშირები უფრო მყარი გახდეს.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ჩვენი თანამემამულეების დამსახურების აღიარება და დაფასება - მათი, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შექმნაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system