თავში

ტვირთბრუნვის რეკორდული ზრდა რკინიგზაში

ტვირთბრუნვის რეკორდული ზრდა რკინიგზაში
ტვირთბრუნვის რეკორდული ზრდა რკინიგზაში

საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის 10 თვის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 64 000 კონტეინერი, (TEU) გაატარა. ეს მონაცემები 34 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და გაორმაგებულია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით.

საქართველოს რკინიგზის მიერ მიმდინარე წელს გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობა, ნედლი ნავთობის გარეშე, 8, 57 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტია.

2019 წლის ცალკეული თვეების მიხედვით, რკინიგზას ყველაზე მაღალი დატვირთვა ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც მთლიანად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1 მილიონ ტონას გადააჭარბა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 825 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system