თავში

თვის ბოლომდე გაყინული ქათმის ხორცი მასიურად გაძვირდება

თვის ბოლომდე გაყინული ქათმის ხორცი მასიურად გაძვირდება
თვის ბოლომდე გაყინული ქათმის ხორცი მასიურად გაძვირდება

მწარმოებლურ ქვეყნებში გაყინილი ქათმის ხორცის ფასი თითქმის გაორმაგდა. როგორც report.ge-თვის გახდა ცნობილი, საფასო ცვლილება ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 3 კვირაში აისახება, როცა ხორცის ახალი პარტია შემოვა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, უცხოურ კვლევებზე დაყრდნობით გვაწვდის. 

,,მოგეხსენებათ, რომ საქართველო ძირითადად იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, საკვები პროდუქტების 80%-მდე უცხოეთიდან შემოგვაქვს. ხოლო იმპორტიორ ქვეყნებში ამ ბოლო დროს საკმაოდ გაძვირდა პროდუქცია, ამიტომ როდესაც ქვეყანაში იმპორტიორებს ამოეწურებათ ძველი ფასებით შემოტანილი პროდუქტების დარჩენილი მარაგები,  უკვე მოუწევთ ახალი ფასებით შემოტანილი პროდუქციის უკვე სხვა ფასებით რეალიზება. სავარაუდოდ ძველი მარაგები აპრილის ბოლოსათვის ამოიწურება", - აცხადებს შენგელია.

რაც შეეხება ფასებს, ანალიტიკოსის ინფორმაციით, ქათმის გაყინული ხორცი,რომელიც ძირითადად შემოდის ამერიკიდან, ბრაზილიიდან, თურქედიდან და ევროპიდანაც. და ამერიკაში მაქსიმუმ 1000 დოლარამდე ღირდა ტონა, ახლა მისი ფასი 1700 დოლარამდეა გაზრდილი, ხოლო ყველაზე იაფი ამერიკული ქათმის ბარკლის ფასი ერთი ტონა 500-700 დოლარის ფარგლებში მერყეობდა და დღეს უკვევ 1150 დოლარის ტოლია. ანალოგიურად, ევროპაში გაყინული ქათმის ფასი 800 ევროდან 1300 ევრომდე გაიზარდა.

,,მეტი კონკრეტიზაციისათვის, მაგალითად, თურქეთიდან დღეს ქათმის ბარკალი 1275 დოლარად შემოდის, დამატებული გადაზიდვა და განბაჟების ღირებულებით, თუ ლარის კურსს 3.40 -იან მაჩვენებელს ვიანგარიშებთ, 1 კგ. ქათმის თვითღირებულება იმპორტიორს 5,40 ლარი უჯდება. ეს სამაცივრე მეურნეობის ხარჯის გარდა და მოგების მარჟის გარეშე, წარმოვიდგინოთ როდესაც მინიმალურ მარჟას მოგებისას დაამატებს შემომტანი, დისტრიბუცია და შემდგომ საცალო ქსელი, 1 კგ ქათმის ბარკალი საკამოდ მაღალი მაჩვენებლით გაძვირდება.  თუ ახლა შესამჩნევად რ ძვირდება პროდუქტი, მხოლოდ იმის გამო, რომ ძველი მარაგებია ან მწარმოებლური ქვეყნებიდან ჩვენებს შემოაქვთ დაბალფასად ისეთი გაყინული ხორცი, რომელსაც 3 თვეში ვადა გასდის. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში 1 ტონა გაყინული ქათამი 1700 დოლარი ღირს. ანალოგიური გათვლებით შემოტანილი თურქული ქათმის თვითღირებულება უკვე 7 ლარი გახდება, ამის შემდეგ დაემატება იმპორტიორის მოგების მარჟა, დისტრიბუციისა და საცალო ქსელის მოგების თანხაც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმპორტიორები რომლებიც ხორცის იმპორტით არიან დაკავებულები ხშირად საქონელს მოგების მარჟის გარეშეც ყიდიან და ცოტა დაბალ ფასადაც, დანაკლის კი სხვა საქონელზე დარიცხული მოგებით ასწორებენ", - აცხადებს ნიკა შენგელია .

მისივე ინფორმაციით, გაზრდილია სხვა სასურსათო პროდუქტის ფასებიც, რაც ბაზარზე უკვე აისახა ან მომავალში აისახება, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსათვის მორიგი გაძვირებაა მოსალოდნელი, ხოლო უკვე მაისის ბოლოს უნდა შეჩერდეს ფასების ზრდა.

ანალიტიკოსი ასევე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, 2021 წელს დახლებიდან ძვირიანი ბრენდული საქონლის დეფიციტი გაჩნდეს და დროტა განმავლობაში, სანამ ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება, რეალიზაციიდან გაქრეს კიდევაც.

შეგახსენებთ, რომ გაყინული ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის მაქსიმალური ზღვარი 5%-დან 7%-მდე იზრდება. „ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებს მთავრობა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს. ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის მაქსიმუმ 7%-იანი ზღვარი 2021 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system