თავში

Uber-მა ნავით მომსახურების სერვისი დაიწყო

Uber-მა ნავით მომსახურების სერვისი დაიწყო
Uber-მა ნავით მომსახურების სერვისი დაიწყო

ამერიკულმა კომპანია Uber-მა ნავით მომსახურების სერვისი დაიწყო. "როიტერსის" ცნობით, ნიგერიის კომერციულ ქალაქ ლაგოსში ახალი პროექტი სატესტოდ უკვე ამოქმედდა. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული სერვისი გზებზე საცობებისგან თავის დაღწევის შესანიშნავი საშუალებაა.


როგორც Uber-ის წარმომადგენლები აცხადებენ, თავდაპირველად დღეში სულ ოთხი რეისი შესრულდება, თითო რეისის ფარგლებში ნავით 35 ადამიანს გადაიყვანენ.

ცნობილია ნავით მგზავრობის ღირებულებაც. მსურველებს ერთ გზაზე 1.39 დოლარის გადახდა მოუწევთ, მაშინ როდესაც მინიავტობუსით მგზავრობა 83 ცენტი ჯდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system