თავში

უღარიბეს ქვეყნებს ვალები გადაუვადეს

უღარიბეს ქვეყნებს ვალები გადაუვადეს
უღარიბეს ქვეყნებს ვალები გადაუვადეს

საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) მიესალმება დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების მიერ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეს, რომლითაც მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის საერთაშორისო ვალების მომსახურება დროებით შეუჩერდათ.

ICC-ში თვლიან, რომ უღარიბესი ქვეყნებისთვის ვალებს მოემსახურების, ან გადაუდებელი ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსების დავალდებულება, არაჰუმანურია. 

დიდი ოცეულის ვირტუალური შეკრების ოფიციალური კომუნიკეს მიხედვით, მიღწეულია შეთანხმება, რომ გაერთიანება მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან უღარიბესი ქვეყნებისთვის ვალების მომსახურების შეჩერების შესახებ იმუშავებს. 

“ჩვენ მხარს ვუჭერთ დროის გარკვეული პერიოდით შეაჩერონ საგარეო ვალების მომსახურება იმ უღარიბესმა ქვეყნებმა, რომლებიც შესაბამის განაცხადს გააკეთებენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვალების შეჩერების ინიციატივის წესებს და მექანიზმებს შევქმნით,”- ნათქვამია დიდი ოცეულის განცხადებაში.

ICC შეღავათების დაწესების შესახებ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ კერძო საფინანსო ინტიტუტებსაც მოუწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system