თავში

როგორ წარმოუდგენია შოთაძეს უგულავას გაფლანგული ფულის ბიუჯეტში დაბრუნება

უგულავას გაფლანგული ფულის ბიუჯეტში დაბრუნება
როგორ წარმოუდგენია შოთაძეს უგულავას გაფლანგული ფულის ბიუჯეტში დაბრუნება

რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ ამ 48 მილიონი ლარის დაბრუნება მოხდეს საქართველოს ბიუჯეტში და მოხმარდეს კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და საჭიროებებს. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის ნამდვილად არ არის საკმარისი ის, რომ რამდენიმე ადამიანის დანაშაული გამოიკვეთოს მაშინ, როდესაც ეს ადამიანები მოდიან და მაღალ მატერიებზე და სამართლიანობაზე გველაპარაკებიან, მაშინ, როდესაც ასე უპასუხისმგებლოდ და დანაშაულებრივად ექცეოდნენ ჩვენი ქვეყნის დოვლათს, ჩვენი მოქალაქეების ნაშრომს და საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის იყენებდნენ და ხარჯავდნენ მას“,-ამ შეკითხვით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა, გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

რატი იონათამიშვილის თქმით, გიგი უგულავას საქმის ირგვლივ არაერთი კრიტიკული შეფასება გაჟღერდა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და ამ შეფასებებში საუბარია დროზე, პროცედურებზე და არავინ საუბრობს იმ შინაარსობრივ ნაწილზე, თუ სად გაიფლანგა 48 მილიონი ლარი, რომლის გაფლანგვის ფაქტი უკვე დაადგინა ქართულმა სასამართლომ. მისივე თქმით, არავინ კითხულობს თუ სად წავიდა და რას მოხმარდა ის თანხა, რომლითაც არაერთი მნიშნელოვანი პროგრამა და პროექტი შეიძლებოდა დაფინანსებულიყო თბილისის ბიუჯეტიდან.

საუბარია 2011-2012 წლებზე და ეს ის პერიოდია, როდესაც ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობდა ისეთი ჯანდაცვითი სერვისების და პროგრამების დაფინანსებაზე, როგორიც არის თუნდაც ონკოლოგიური პროგრამები, აუტიზმის პროგრამა, რომელიც ამ რესურსით ჩვენ გაცილებით ადრე შეგვეძლო დაგვეწყო. და კიდევ არაერთი ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც ძალიან მნიშნელოვანი იქნებოდა ჩვენი ქალაქისთვის. ამ 48 მილიონი ლარიდან 14 მილიონი ლარი არის დახარჯული ნაციონალური მოძრაობის პარტაქტივის ხელფასზე, ხოლო დანარჩენი მოხმარდა ნაციონალური მოძრაობის პარტიის ინტერესებს. როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, ნამდვილად არ მიჩენს იმის განცდას, რომ სამართლიანობა დადგინდა მაშინ, როდესაც ერთის ან თუნდაც ოთხი ადამიანის დანაშაული გამოიკვეთა. მაშინ, როდესაც 48 მილიონი არის ისე გამქრალი ჩვენი რეალობიდან, ჩვენი ჯიბეებიდან, პატიოსანი მოქალაქეების და გადამხდელების ფული, რომელიც პარტიულმა ბოსებმა გაინაწილეს და მოიხმარეს“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system