თავში

უკრაინა რუსეთიდან და ბელარუსიდან დენის იმპორტის აკრძალვას განიხილავს

უკრაინა რუსეთიდან და ბელარუსიდან დენის იმპორტის აკრძალვას განიხილავს
უკრაინა  რუსეთიდან და ბელარუსიდან დენის იმპორტის აკრძალვას განიხილავს

უკრაინა რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვას განიხილავს. საქმე ისაა, რომ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ ენერგეტიკის და კომუნალური მომსახურების დარგში სახელმწიფო რეგულირების განმახორციელებელ ნაციონალურ კომისიას რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვისკენ მოუწოდა. მარეგულირებელ ორგანოს მან წერილი გაუგზავნა, რომელშიც მინისტრი ენერგეტიკული თანამეგობრობის არაწევრი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეუზღუდაობის უკრაინის სტრატეგიულ მიზნებთან და უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან შეუთავსებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მიერ მარეგულირებელ ორგანოსადმი მიმართვამდე უკრაინის რადას დეპუტატმა მიხაილ ვოლინეცმა გამახვილა ყურადღება ელექტროენერგიის შემცირებულ ფასებში მიწოდებით უკრაინის ენერგეტიკული სისტემის ნგრევისკენ მიმართულ რუსეთის მცდელობაზე. 

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის იმპორტი აუარესებს მწარმოებელთა ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და გავლენას ახდენს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გენერირებადი მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების ხარისხზე და სისრულეზე და საბოლოო ჯამში, ამუხრუჭებს ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელში (ENTSO-E) უკრაინის ინტეგრაციის პროცესს, – ნათქვამია ენერგეტიკის მინისტრის მიმართვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system