თავში

უკრაინამ რუსულ საქონელზე ემბარგო ერთი წლით გაახანგრძლივა

უკრაინამ რუსულ საქონელზე ემბარგო ერთი წლით გაახანგრძლივა
უკრაინამ რუსულ საქონელზე ემბარგო ერთი წლით გაახანგრძლივა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსულ საქონელზე სავაჭრო ემბარგო ერთი წლით, 2023 წლის 1 იანვრამდე გაახანგრძლივა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

გამოცემა განმარტავს, რომ რეზოლუციის პროექტის განხორციელება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინასთან ვაჭრობის აკრძალვებისა და შეზღუდვების გაგრძელების, უკრაინის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

რუსეთის ფედერაციიდან წარმოშობილი საქონლის უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის აკრძალვა 2016 წლიდან მოქმედებს.

უკრაინის ემბარგო ეხება რუსული საქონლისა და პროდუქტების მთელ ჩამონათვალს, მათ შორის ხორცს, თევზს, ყავას, ჩაის, მარცვლეულს, კარამელს, საკონდიტრო ნაწარმს და ტკბილეულს, ლუდს, სიგარეტს, არაყს, ალკოჰოლს, შინაური ცხოველების საკვებს, ვაგონებს, ლოკომოტივებს, მანქანებს, ტრაქტორებს, ქაღალდს, სარეცხ საშუალებებს და ა.შ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system