თავში

უკრაინაში დაბალი ინფლაციაა

უკრაინაში დაბალი ინფლაციაა
უკრაინაში დაბალი ინფლაციაა

2020 წლის მესამე კვარტალში დაბალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა უკრაინაში. აღნიშნული განპირობებულია COVID-19 პანდემიის ფონზე, გლობალურად შეფერხებული ვაჭრობით. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ნოემბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტში ვრცელი თავი აქვს დათმობილი მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვას, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინული ექსპორტის მოცულობა, იკლო ინვესტიციებმაც. 

ივლისის შემდეგ მცირედით გაუმჯობესდა სამომხმარებლო დანახარჯები, თუმცა, ქვეყნის შიგნით გახანგრძლივებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ვითარების გაუარესებაა მოსალოდნელი. დაბალია ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, რომელმაც სექტემბერში 2.3% შეადგინა.

ეს, სპეციალისტების განმარტებით, არის მთავრობის და ცენტრალური ბანკის რეფორმების შედეგი. 

სსფ-ს შეფასებით, უკრაინის რეალური ეკონომიკური ზრდა 2020 წელს -7.2% იქნება, 2021 წელს კი 3%ია პროგნოზირებული. რაც შეეხება ინფლაციას, 2020 წელს 3.2% იქნება, ხოლო 2021 წელს კი 6%ია მოსალოდნელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system