თავში

უკრაინის მიმართ ინვესტორების განწყობები გაუმჯობესდა

უკრაინის მიმართ ინვესტორების განწყობები გაუმჯობესდა
უკრაინის მიმართ ინვესტორების განწყობები გაუმჯობესდა

უკრაინის მიმართ ინვესტორების განწყობები გაუმჯობესდა. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ობლიგაციების რეგიონული ბაზრის აპრილის მიმოხილვაში. დოკუმენტში განმარტებულია, რომ UKRAINE 26 ევროობლიგაციის შემოსავლიანობა აპრილის დასაწყისში 6.6%-მდე გაიზარდა, ხოლო თვის ბოლოსთვის 6.0% შეადგინა.

" 2021 წლის პირველ კვარტალში და აპრილის დასაწყისში გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების მიუხედავად, აპრილის მეორე ნახევარში, სიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად, უკრაინის მიმართ ინვესტორების განწყობები გაუმჯობესდა, რამაც საშუალება მისცა უკრაინას საკმაოდ წარმატებით განეხორციელებინა განთავსება. რეგიონულ სუვერენულ ევროობლიგაციებზე შემოსავლიანობა 2021 წლის აპრილში შემცირდა (აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების შემოსავლიანობა და ფასი უკუპროპორციულია)," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ცნობისთვის, საქართველოს გარდა, 2021 წლის აპრილში უკრაინამ მოახდინა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან დაფინანსების მოზიდვა. 

"30 აპრილს, უკრაინამ ახალი $1.25 მლრდ-ს, 8,1 წლიანი ევროობლიგაცია განათავსა, რომლის კუპონის განაკვეთი 6.875%-ად განისაზღვრა, რაც აშშ-ს შესადარ სახაზინო ობლიგაციასთან დაახლ. 562 სპ-ის სპრედს (სხვაობას) წარმოადგენს. აღნიშნულიკუპონის გაკავეთი ქვეყნისათვის არსებულ ევროობლიგაციებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია," - ვკითხულობთ კვლკევაში. 

აქვე განმარტებულია, რომ საქართველოს ახალი ევროობლიგაცია (GEORGIA 26), რომლის შემოსავლიანობა თავდაპირველად 2.875%-ად განისაზღვრა, აპრილის ბოლოსთვის 2.61% შეადგინა, რაც ინვესტორების მხრიდან მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system