თავში

უკრაინის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგი 5%-ით შემცირდა

უკრაინის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგი 5%-ით შემცირდა
უკრაინის მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგი 5%-ით შემცირდა

რვა დღის განმავლობაში უკრაინის მიწისქვეშა საწყობებში (UGS) გაზის მარაგი 5,4%-ით,  770 მილიონი კუბური მეტრით შემცირდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

26 დეკემბრის მდგომარეობით ბუნებრივი აირის მარაგმა უკრაინის მიწისქვეშა საცავებში 14,17 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

სახელმწიფო კომპანია „უკრაინის GTS ოპერატორმა“ განმარტა, რომ გაზის ამოტუმბვა  ჰაერის დღიური ტემპერატურის შემცირების გამო დაჩქარდა. თუ დეკემბრის დასაწყისში დღიური ამოტუმბვის მაჩვენებელი 60-70 მილიონი კუბური მეტრი იყო, ახლა დაახლოებით 80-90 მილიონი კუბური მეტრია. 

დღეის მდგომარეობით, უკრაინის გაზის საცავი 45,7%-ით არის შევსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system