თავში

უმოქმედო სესხები სასესხო ფორტფელის 8.4%-ია

უმოქმედო სესხები სასესხო ფორტფელის 8.4%-ია
უმოქმედო სესხები სასესხო ფორტფელის 8.4%-ია

საქართველოს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება გასაჯაროვდა.

გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას 2021 წელსაც გააგრძელებს. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, 2021 წელს ბანკები კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლებით შეხვდნენ. მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკრედიტო დანაკარგებისა, საბანკო სისტემამ 2020 წელი მცირე, თუმცა მაინც დადებითი მოგებით დაასრულა. პორტფელში უმოქმედო სესხების წილი 2020 წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, თუმცა აქტივების ხარისხის შეფასება გრძელდება და, შოკის სიმძიმიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 10%-ს მიაღწევს. ეს პროგნოზი საბაზო სცენარს ეფუძნება და ბანკებს შესაბამისი რეზერვი უკვე შექმნილი აქვთ, ამიტომ მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ამ მხრივ, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, კომიტეტის შეფასებით, 2021 წელს საბანკო სექტორი მდგრადობას შეინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას გააგრძელებს.

"დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც პანდემიის გავლენის მასშტაბების შეფასება უკეთესად არის შესაძლებელი, შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია. თუმცა, კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, ვაქცინაციის ჩატარების და პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს," - განმარტებულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2021 წლის 2 ივნისს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system