თავში

უმსხვილეს საიმპორტო სამეულში თურქეთი ლიდერობს

უმსხვილეს საიმპორტო სამეულში თურქეთი ლიდერობს
უმსხვილეს საიმპორტო სამეულში თურქეთი ლიდერობს

,,სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" ცნობით, იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 728.6 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 473.0 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 379.3 მლნ. აშშ დოლარით.

გარდა ამისა, ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 248.3 მლნ აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილაზეა აზერბაიჯანი – 230.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 229.1 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 843.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 702.1 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 627.6 მლნ. აშშ დოლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system