თავში

უმუშევრობა საქართველოში უმთავრეს პრობლემად სახელდება

უმუშევრობა საქართველოში უმთავრეს პრობლემად სახელდება
უმუშევრობა საქართველოში უმთავრეს პრობლემად სახელდება

NDI-ის კვლევით, უმუშევრობა საქართველოში უმთავრეს პრობლემად სახელდება.

2020 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვით, კითხვაზე, რა არის საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 59%-ი სწორედ უმუშევრობას ასახელებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარად ბევრა მეტი 67%-ი ფიქრობდა 2002 წლის აგვისტოში.

პრობლემათა რიგებში სიმწვავით მეორე ადგილზე დგას ინფლაცია. თუ 2020 წლის აგვისტოში ინფლაციას ეკონომიკის უმთავრეს პრობლემად გამოკითხულთა 33%-ი მიიჩნევდა, 2020 წლის დეკემბრისთვის ამგვარად გამოკითხულთა 45%-ი ფიქრობს.

სიღარიბე პრობლემათა ჩამონათვალში რიგით მესამე პრობლემად სახელდება. მას საქართველოში უმთავრეს ეკონომიკურ გამოწვევად მიიჩნევს გამოკითხულთა 28%-ი მაშინ, როცა ამგვარად 2020 წლის აგვისტოში გამოკითხულთა 22%-ი მიიჩნევდა.

ლარის კურსი პრობლემაა გამოკითხულთა 27%-ისთვის, ხოლო 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ კვლევისას ამგვარად გამოიკითხულთა 22%-ი ფიქრობდა.

შემდეგ პოზიციებზე, სიმწვავის მიხედვით, გამოკითხული  მოსახლეობა პრობლემებს ასე ანაწილებენ: პანმდემიათან დაკავშირებული შეზრუდვები, კორონავირუსი, დაბალი ხელფასები და საზღვერებს ჩაკეტვა. 

უნდა აღინიშნოს, რომ დაბალ ხელფასებს 2020 წლის აგვისტოში ეკონომიკურ პრობლემად გამოკითხულთა 20%-ი აღიქვამდა, ხოლო 2020 წლის დეკემბერში მათ ოდენობა შემცირდა და ამჟამად, დაბალ ხელფასებს ეკონომიკურ პრობლემად მხოლოდ გამოკითხულთა 11%-ი მიიჩნევს.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო. გამოკითხვის მთავარი თემა ეკონომიკა, პანდემია, არჩევნები და პარლამენტია.

აღნიშნული კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system