თავში

უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი სოფლად 5.5%-ია

უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი სოფლად 5.5%-ია
უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი სოფლად 5.5%-ია

PMCG-ის მიერ მომზადებული მიმოხილვის თანახმად, საქართველოში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალაქში, ვიდრე სოფლად. ძველი მეთოდოლოგიის მიხედვით, ქალაქებსა და სოფლებში არსებულ უმუშევრობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. 2017-2019 წლებში, უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი სოფლად 5.5% იყო, ხოლო ქალაქში - 19.8%.

სოფლის მეურნეობაში ჩართული იმ ადამიანების სტატუსის შეცვლამ, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი კომერციულ საქმიანობაზე ავტომატურად გაზარდა სოფლად უმუშევრობის დონე. შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უმუშევრობის დონის სხვაობა. ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, 2017- 2019 წლების საშუალო უმუშევრობის დონე სოფლად 16.9%-ს შეადგინა, ხოლო ქალაქში - 21.2%-ს.

2017-2020 წლებში საქართველოში გრძელვადიანი უმუშევრობის (ერთ წელზე მეტი) 40% შეადგინა, ხოლო 2020 წელს, მოკლევადიანი უმუშევრობა (ერთ წელზე ნაკლები) მკვეთრად გაიზარდა და 67% შეადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, მოკლევადიანი უმუშევრობის ზრდა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, რამაც სამუშაო ადგილების დროებით დაკარგვა გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system