თავში

უნდა შევძლოთ მეტი რესურსის მობილიზება 9-10 წლის განმავლობაში - ლევან დავითაშვილი

უნდა შევძლოთ მეტი რესურსის მობილიზება 9-10 წლის განმავლობ
უნდა შევძლოთ მეტი რესურსის მობილიზება 9-10 წლის განმავლობაში - ლევან დავითაშვილი

"სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2012 წლიდან არის გეზი აღებული. სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად და ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის დარგის მუდმივი მხარდაჭერა, რაც აისახა იმ შედეგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ უნდა შევძლოთ მეტი რესურსის მობილიზება შემდგომი 9-10 წლის განმავლობაში, რათა ის ზრდის ტემპი, რომელიც დღემდე გვაქვს, გავზარდოთ და ამბიციურ გეგმებს, რომლებიც გვაქვს, მივაღწიოთ თქვენი ჩართულობით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა 21-ე საუკუნეში, მაგრამ ამ გამოწვევის გასამკლავებლად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა.

„ჩვენთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა 21-ე საუკუნეში, მაგრამ ამ გამოწვევის გასამკლავებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2012 წლიდან არის გეზი აღებული. სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად და ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის დარგის მუდმივი მხარდაჭერა, რაც აისახა იმ შედეგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system