თავში

უნდა ველოდოთ თუ არა წამლების გაძვირებას საქართველოში

უნდა ველოდოთ თუ არა წამლების გაძვირებას საქართველოში
უნდა ველოდოთ თუ არა წამლების გაძვირებას საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მოსაზრება, რომ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები მედიკამენტების ფასებზე აისახება, არგუმენტსაა მოკლებული.

უფრო მეტიც, გაბუნია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს წამლების ფასის ზრდა მისი რეგისტრაციის ვადებს კი არა, პანდემიის დროს ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირდება. 

მისივე თქმით, ცვლილებები, რომელიც მსჯელობის საგანია, უფრო მეტად პროცედურულია და არ ეხება  იმ მულტიფაქტორულ გარემოს, რაც ზეგავლენას ახდენს წამლის ბაზარზე.

"მარეგულირებელმა პროცედურული წარმოებისთვის და იმის გათვალისწინებით, რომ მისი მთავარი საყრდენი გადაწყვეტილების მისაღებად არის დოკუმენტი, მოითხოვა ვადის გახანგრძლივება. პირვანდელ ვარიანტში ვადის გახანგრძლივება იყო თითქმის 4- ჯერ უფრო მეტი, ვისრე დღეს მოქმედი ვადებია. შემდეგ პირველი მოსმენისას, კომიტეტზე მსჯელობის შედეგას მივიღეთ შენიშვნა და ამჟამინდელ ვარიანტში ვადები არის გაზრდილი. მაგალითად, თუ აღიარებითი რეჟიმის წამლის რეგისტრაციისთვის აქამდე დადგენილი იყო 7 სამუშაო დღე, შემოთავაზებული პროექტით არის 15 სამუშაო დღე. რაც შეეხება პარალელურ იმპორტს, აქ დღეს არის 5 დღე და კანონპრპექტში განსაზღვრულია 10 სამუშაო დღე,"- განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ 2009 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომლითაც 5 და 7 დღეა რეგისტრაციის ვადები, თუმცა, წამლის ფასების ზრდა თვალსაჩინოა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც, გაბუნიას მტკიცებით, მარტივად მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ რეგისტრაციის ვადები წამლის ფასებს ვერც შეაკავებს და ვერც მათ ზრდაზე მოახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას.

"არგუმენტი, რომ მედიკამენტების ქვეყანაში შენოტანისას საბაჟოზე მისი დაყოვნების ვადა გახანგრძლივდება ამ ცვლილებების გამო, ესეც არგუმენტს მოკლებულია. ამდენად, აქ ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ გაუმჯობესდეს პროცედურული წარემოება და მეტი გარანტია შექმნას მარეგულირებელმა მოსახლეობისთვის შედარებით ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებისთვის. ზოგადად რამდენადმე გადაჭარბებულია ამ ცვლილებების პოტენციალის შეფასება წამლის ფასებსა და კონკურენციაზე ზეგავლენის თვალსაზრისით,"- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, წამლის და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე იზრდებოდა, პარალელური იმპორტის შემთხვევაში კი, 20 დღე იყო მოთხოვნილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system