თავში

UNDP-ის პროგრამები აჭარის სოფლის ეკონომიკურ განვითარებაზე მიიმართება

UNDP-ის პროგრამები აჭარის სოფლის ეკონომიკურ განვითარებაზე მიიმართება
UNDP-ის პროგრამები აჭარის სოფლის ეკონომიკურ განვითარებაზე მიიმართება

2021-2027 წლებში UNDP-ის პროგრამები მიმართული იქნება აჭარის სოფლის ეკონომიკურ და მდგრად განვითარებაზე. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის, ლუიზა ვინტონის, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე აღინიშნა. UNDP აჭარაში დღესაც ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით. აქვე განმარტეს, რომ UNDP-ის დაგეგმილი ინიციატივები ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა სოფლის განვითარება, დაცული ტერიტორიების მართვა და მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ხელშეწყობა. მხარეებმა განიხილეს ის კონკრეტული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია აჭარაში გაეროს განვითარების პროგრამის უფრო ინტენსიური ჩართულობა.

UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი ბათუმში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გატარებულ რეფორმებსაც გაეცნო. გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ხელშეწყობით, ბათუმში გაიხსნა 3.8 კილომეტრი სიგრძის ავტობუსისა და ველოსიპედის ზოლები, რომლებიც აღჭურვილია 30 ელექტრონული საინფორმაციო ტაბლოთი. ქალაქის სხვადასხვა უბანში შეიქმნა პარკირებისთვის განკუთვნილი შვიდი თანამედროვე სივრცე, რომელთა საერთო ტევადობა 230 ავტომობილს შეადგენს. თავისუფალი ადგილების განსაზღვრა და პარკირების ხანგრძლიობისა და საათობრივი საფასურის კონტროლი ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი (UNDP); პროექტის „მწვანე ქალაქები“ მენეჯერი (UNDP).

ცნობისთვის, UNDP-ის ხელმძღვანელილუიზა ვინტონი საქართველოში სამწლიან მისიას ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system