თავში

უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე მძლავრი ლოგისტიკური ცენტრი შენდება

​უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე მძლავრი ლოგისტიკური ცენტრი ​შენდება
უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე მძლავრი ლოგისტიკური ცენტრი შენდება

უნგრეთ - უკრაინის საზღვარზე ევროპაში ყველაზე მძლავრი ლოგისტიკური ცენტრი შენდება, რომელიც ექსპლუატაციაში შევა 2022 წლის პირველ კვარტალში.

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის, პაატა ცაგარეიშვილის, განმარტებით, საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაუმართავობაზე ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ ქვეყნის ირგვლივ თითქმის ყველა ქვეყანა ავითარებს ლოგისტიკურ ჯაჭვს საქართველოს გარდა, რითაც ჩნდება საფრთხე, რომ საქართველო დაკარგავს ლოგისტიკური ჰაბის ისტორიულ ფუნქციას. ეს კი ქვეყანას დააკარგვინებს დიდ შემოსავალს, რაც ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. 

"თუ ჩვენ რეალურად ევროპული ორიენტაციის ქვეყანა ვართ, რა გვიშლის ხელს ანალოგიური თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ავაშენოთ? თუ არ იარსებებს ასეთი ინფრასტრუქტურა, არავითარი - ფინანსური, ენერგეტიკული, განათლების, სამედიცინო, ტურიზმის და ა.შ ჰაბი არ იარსებებს და მხოლოდ დეკლარირების დონეზე დარჩება საქართველო - როგორც სატრანსპორტო ლოგისტიკური ჰაბი. იმისათვის რომ ქვეყანამ ჰაბის ფუნქცია შეიძინოს, თვადაპირველად, ესაჭიროება საყრდენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართვა," - ამბობს ცაგარეიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system