თავში

ურანი 9%-ით გაძვირდა

ურანი 9%-ით გაძვირდა
ურანი 9%-ით გაძვირდა

ყაზახეთში მიმდინარე პროტესტისა და არეულობის ფონზე, ურანი 9%-ით გაძვირდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

COMEX-ის ბირჟაზე ურანი 9,26%-ით გაძვირდა, ფუნტზე 46 დოლარამდე. 

ინვესტორები ყაზახეთში არსებული ვითარებით შეშფოთებულნი არიან და ურანის დეფიციტს პროგნოზირებენ. 

ყაზახეთი  მსოფლიოში ურანის # 1 მიმწოდებელია. ყაზახეთი ურანის მსოფლიო პროდუქციის 40%-ზე მეტს აწარმოებს.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system