თავში

USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას იწყებს

​USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას იწყებს
USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას იწყებს

USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას იწყებს. ამის შესახებ  report.ge-ს  USAID-დან აცნობეს. ესაა BIZ-Link Guided Growth-ი  ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე სექტორებში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსების მოზიდვაში, საექსპორტო გაყიდვებში, ბიზნეს მოდელის ტრანსფორმაციაში ან შესაბამისი სერტიფიკატების მიღებისთვის და მათი ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკური სტანდარტების იდენტიფიცირებასა და დანერგვაში.

მათივე განმარტებით, პროგრამის ხელშეწყობა გამოიხატება მეწარმეებისთვის შესაბამისი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა მომსახურების თანადაფინანსებაში, რომლებიც უშუალოდ დაგეგმავენ, წარმართავენ და განახორციელებენ კომპანიების იმ საოპერაციო აქტივობებს, რომლებიც გამიზნულია აღნიშნული მიზნების მიღწევაზე. 

ამ ეტაპზე ინიციატივაში მონაწილეობაზე ინტერესის გამოსახატად, საკმარისია დაინტერესებულმა მეწარმეებმა შეავსონ ძალიან მარტივი აპლიკაციის ფორმა, რომლის შევსებაც შესაძლებელია 10-15 წუთში. ისინი უნდა გაეცნონ პროექტის აღწერასა და განაცხადის შემოტანის ინსტრუქციას, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე.

შერჩევის პროცესის შედეგები დაინტერესებულ მეწარმეებს აპლიკაციის შემოტანიდან 2 კვირის განმავლობაში ეცნობებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system