თავში

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა
უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 291.93 მლნ ლარით (0.70%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.20%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 41.40 მლრდ ლარი შეადგინა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამასთან, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 279.90 მლნ ლარით (1.39%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 571.83 მლნ ლარით (2.66%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.03%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.58 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.37%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.08 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.97%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.72%-ით მეტი).

2021 წლის ნოემბრის განმავლობაში 0.40%-ით, ანუ 83.58 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 20.88 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.43 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.02 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.09 პროცენტული პუნქტით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system