თავში

უზბეკეთი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით ინტერესდება

უზბეკეთი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით ინტერესდება
უზბეკეთი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით ინტერესდება

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უზბეკეთში თავის კოლეგას შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები განიხილეს. ორივე მხარე დაინტერესებულია ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებით.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უზბეკეთი დაინეტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. უწყების ინფორმაციით, უზბეკეთი აპირებს საქართველოში  მოქმედი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ევროპულ და რიგ მსხვილ ბაზრებთან წვდომისთვის გამოიყენოს. 

"საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ ორმხრივად მომგებიანი პროექტებისთვის. მოგეხსენებატ ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს რეგიონში, ვაკავშირებთ აღმოსავლეთსა და  დასავლეთს, სწორედ ამის მიმართ აქვს უზბეკეთს განსაკუთრებული ინტერესი.აქ საუბარია უზბეკურ ნაწარმზე, რომელიც საქართველოს გავლით მოხვდება ევროპულ ბაზარზე," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system