თავში

სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობაში ბუნებრივი დანაკარგები ჩამოიწერება

პროდუქციის ვაჭრობაში ბუნებრივი დანაკარგები ჩამოიწერება
სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობაში ბუნებრივი დანაკარგები ჩამოიწერება

სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა მოხდება. 

როგორც დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი დიდი ხანია დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის.

მისივე თქმით, ეს ბიზნეს სექტორს ოპერირებას გაუმარტივებს.

„კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე, დიდი ხნის საკითხი, გახლავთ სასურსათო- საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც რაც თავი მახსოვს სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად ქმნის იდეალურ პირობებს, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას“,- განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system