თავში

ვახტანგ მახარობლიშვილი სუამ-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

ვახტანგ მახარობლიშვილი სუამ-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
ვახტანგ მახარობლიშვილი სუამ-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სუამ–ის ეროვნულმა კოორდინატორმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ–ის გენერალურ მდივანთან, ალთაი ეფენდიევთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სუამ–ის სატრანსპორტო და სავაჭრო–ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით პროექტების და ინიციატივების განხორციელების აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2019 წელს, სუამ–ში უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system