თავში

ვარკეთილში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი აშენდება

ვარკეთილში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი აშენდება

მერიამ ვარკეთილში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 26 სექტემბერს დაიწყება და 1-ელ ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 12 849 709 ლარს შეადგენს, მაშინ როცა წინა ტენდერის მიხედვით, სავარაუდო ღირებულება 11 904 772 ლარს შეადგენდა.

ცნობისათვის, თავდაპირველად მერიამ ვარკეთილში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი 11 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 1-ელ აგვისტოს დასრულდა, განაცხადი კი არცერთ კომპანიას არ შეუტანია, რაც ტენდერის ხელახლა ჩატარების მიზეზი გახდა.

ცენტრის მშენებლობა ვარკეთილის 3 მიკრორაიონში 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან იგეგმება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 610 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system