თავში

ვეფხია გიორგაძე: ეროვნული ბანკის შეცდომების გადახდა მოსახლეობას მოუწია

ვეფხია გიორგაძე: ეროვნული ბანკის შეცდომების გადახდა მოსახლეობას მოუწია
ვეფხია გიორგაძე: ეროვნული ბანკის შეცდომების გადახდა მოსახლეობას მოუწია

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი ეროვნულ ბანკის მუშაობას იწუნებს. ცენტრის პრეზიდენტი, ვეფხია გიორგაძე, Report.ge - ს უხსნის, რომ ქვეყნის მთავარმა ბანკმა მოსახლეობას სესხის პროცენტი გაუზარდა. ექსპერტის განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის არასწორი მონეტარული პოლიტიკის ფასი, ისევ ჩვენ მოსახლეობას გადაახდევინა იმის ნაცვლად, რომ შეემცირებინა ფულის მასა ეკონომიკაში რეფინანსირების სესხის მოცულობის ზრდით გამოწვეული მისის მიწოდების შემცირებით. როგორც ექსპერტი განმარტავს, სების მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.0 პროცენტამდე გაზრდა 98 000 მომხმარებელს უკვე შეეხო და პროდუქტი სამომავლოდ გააძვირა.

"ეროვნული ბანკი წლიდან წლამდე თითქმის აორმაგებს ფულის მასას რეფინანსირების სესხების მოცულობის გაზრდით, ვფიქრობ, კომერციული ბანკების მოკლევადიანი ლიკვიდურობის შემოწმების გარეშე და დოლარის გაყიდვით საერთაშორისო სავალუტო რეზერვის შევსების მიზნით არასწორ დროს. ამას ქვეყნის მტავარი ბანკი აკეთებს მაშინ, როცა შესაბამისი საშუალო ეკონომიკური ზრდა არ გვიფიქსირდებოდა, რამაც გამოიწვია ლარის გაუფასურება და რეალური ინფლაციის ზრდა. შემიძლია გითხრათ, რომ ინფლაცია რომელზეც ეროვნური ბანკი ახდენს მონეტარული პოლიტიკის სწორებას, არ არის მორგებული ჩვენს ეკონომიკურ გარემოს, კერძოდ, ხდება სამომხმარებლო ფასების არასწორი მედოდიკით დათვლა. ეჭვი მაქვს ეს პრაქტიკაც გრძელდება მიზანმიმართულად რეალური ინფლაციის დასამალად. უფრო გასაგებად: 2011 წელს ორნიშნა ინფლაციის გადასაფარად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების პარალელურად, ცვლილება შევიდა სამომხმარებლო ფასების დათვლის მეთოდოლოგიაში, შეამცირეს სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი 40% დან 30% მდე, ამასთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის, საცხოვრებელი სახლის, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის წილი, ხოლო გაზარდეს ალკოჰოლური სასმელების, დასვენების და გართობის წილი. ცვლილება შეეხო 5 ქალაქის წონას ძირითად მთლიან მაჩვენებელში, სადაც ხდება ფასების შესწავლა. კერძოდ, თბილისის წილი შემცირდა 61.6%-დან 54.8%-მდე, ქუთაისის 18.2%-დან 17.8%-მდე," - განუცხადა ვეფხია გიორგაძემ Report.ge - ს.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი განმარტავს, რომ სამომხმარებლო ფასების დათვლის მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე ქვეყანაში უნდა გაზრდილიყო ცხოვრების დონე, შესაბამისად, რეალურად საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქის ხარჯები უნდა გაზრდილიყო ფუფუნებაზე და შემცირებულიყო კვებაზე რაც დამახასიათებელია განვითარებლი ქვეყნისთვის. ეკონომიკის ექსპერტი ეროვნულ ბანკს შენიშვნებს აძლევს.

"მინდა ვუთხრა ეროვნულ ბანკს მცდარია თქვენი წარმოდგენა თითქოს ფულის მასის ზრდა გავლენას არ ახდენს ლარის გაცვლით კურსზე, მეტსაც გეტყვით, ის საშუალოვადიან პერიოდში გავლენას ახდენს, ზრდის  ინფლაციასაც," - განაცხადა გიორგაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system