თავში

"ველსის"ლიცენზია გაუუქმდა

"ველსის"ლიცენზია გაუუქმდა
ველსისლიცენზია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის N 12 განკარგულებით, სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის" (ს/ნ: 406239565) გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. კომპანიის საქმიანობის შესწავლის შედეგად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებების არაერთი დარღვევა გამოავლინა. სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი" საბროკერო საქმიანობას შემდეგი ვებგვერდის საშუალებით ახორციელებდა: https://wt.ge/online/.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლონ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ეროვნულ ბანკს. 

ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=487

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system