თავში

ვენესუელას ხელისუფლება 100%-ით ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლას გეგმავს

ვენესუელას ხელისუფლება 100%-ით ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლას გეგმავს
ვენესუელას ხელისუფლება 100%-ით ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლას გეგმავს

ვენესუელას ხელისუფლება სრულად ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლას გეგმავს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელმა მაღალ ზღვარს მიაღწია. დოლარიზაციის პროცესმა კი ვენესუელას ფინანსური სისტემა კიდევ უფრო უკან დახია. 

ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ტელემიმართვაში განაცხადა, რომ ვენესუელაში აშშ-ის დოლარით ანგარიშსწორება რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით მიმდინარეობდა. თუმცა, ამჟამინდელი მონაცემებით ცხადი ხდება, რომ ქვეყნის კომერციული ტრანზაქციების მხოლოდ 18.6% მიმდინარეობს აშშ დოლარში. მაშინ, როდესაც 77.3% ისევ ვენესუელურ ბოლივარს უჭირავს, თუმცა ვალუტა ძირითადად ციფრულ ფორმატში, საბანკო ბარათებზეა ასახული. ამ თანხის მხოლოდ 3.4% არის ქეშად თავისუფალ მიმოქცევაში. 

"მათ ომი აქვთ გამოცხადებული ფიზიკურად არსებული ფულის მიმართ. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ გავატარებთ ღონისძიებებს, რათა სრულად ციფრულ ეკონომიკაზე გადავიდეთ", - განაცხადა მადურომ ტელეინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system