თავში

ვინ ააშენებს "ნენსკრაჰესს“

ვინ ააშენებს "ნენსკრაჰესს“
ვინ ააშენებს ნენსკრაჰესს“

„ნენსკრაჰესის“ გენერალური კონტრაქტორი კორეული კომპანია „ჰიუნდაი ინჯინიარინგ ენდ ქონსთრაქშენის“ (Hyundai Engineering & Construction – Hyundai E&C) და თურქული „ლიმაკის“ (Limak) მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანია იქნება. ამის შესახებ რამდენიმე კორეული გამოცემა იუწყება.

 „ნენსკრაჰესი“ იტალიურ „სალინი იმპერჯილოს“ (Salini Impregilo) უნდა აეშენებინა, თუმცა კომპანიის პროექტიდან გასვლამ მისი განხორციელება შეაფერხა.

280-მეგავატიანი „ნენსკრაჰესი“ მესტიის მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს. პროექტის ღირებულება მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. დაფინანსების მოზიდვა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციიდან იგეგმება, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD).

კომპანიის ცნობით, ძირითადი სამშენებლო სამუშაოს დაწყება 2020 წელს იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system