თავში

ვინ მიიღებს იპოთეკურ სუბსიდიას? - თურნავას განმარტება

ვინ მიიღებს იპოთეკურ სუბსიდიას? - თურნავას განმარტება
ვინ მიიღებს იპოთეკურ სუბსიდიას? - თურნავას განმარტება

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა გავრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთაც ბავშვი პირველი სექტემბრის შემდგომ ეყოლებათ.

"ოჯახმა ახალშობილის ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში შეიძლება მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ბინა, საცხოვრებელი სახლი. 200 ათასი ლარის ოდენობის სესხი იქნება თანასუბსიდირებული. ამასთან, იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინებათ პირველი ან მეორე შვილი, ბანკის სესხის პროცენტის თანადაფინანსება თითქმის ნახევარი იქნება. პირობითად, დღეს თუ 12%-ში აიღებენ იპოთეკურ სესხს აქედან 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დაფარული, ხოლო თუ საუბარია მესამე, მეოთხე, ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება გაცილებით მეტია, დაახლოებით 8%. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახი დაახლოებით 4%-ში აიღებს დღეს იპოთეკურ სესხს",- აცხადებს თურნავა.

მინისტრის თქმით, სესხის დაფინანსება 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

მისი განმარტებით, მეორე კატეგორია, რომელიც დაფინანსებაში მოექცევა, ეს არის უკვე ის ოჯახები, ვისაც დღეს სამი, ან მეტი შილი ჰყავთ, ისინიც ამ პროგრამით ისარგებლებენ, ახალი წევრის შეძენის გარეშე.

"ვისაც ჰყავს სამი ან მეტი შვილი დღეს, პირველი სექტემბრიდან შეუძლიათ შემდგომი 12 თვის განმავლობაში მიმართონ საბანკო დაწესებულებას, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, შეიძინონ ახალი საცხოვრებელი ფართი. ესეც დაახლოებით 4%-იანი სესხი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ოჯახების კეთილდღეობას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და თითოეული ასეთ ოჯახში ახალმოვლენილი წევრი იქნება არა მხოლოდ დიდი სიხარულის მომტანი, არამედ კონკრეტული პრაქტიკული სიკეთეების მომტანიც", - აცხადებს თურნავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system