თავში

ვინ მიიღო საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო - PHOTO

ვინ მიიღო საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო
ვინ მიიღო საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო  - PHOTO

ეროვნულმა ბანკმა გამჭვირვალობისა და სწორი ანგარიშგებისთვის კომპანიები დაააჯილდევა.

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო" სამ საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიებს წელს პირველად გადაეცათ.

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა (RSF) ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ხელშეწყობით დააწესა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გახსნა. 

ქვეყნის პირველმა ბანკირმა თავის გამოსვლაში, ვრცლად ისაუბრა კაპიტალის ბაზრის, როგორც ფინანსური სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მცირე მასშტაბი ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება, ბოლო წლებში შესამჩნევია სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ადგილობრივი სახაზინო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა დაახლოებით 14-ჯერ გაიზარდა, რაც, შესაბამისად, წლიურ 31% და 69%-იან ზრდას წარმოადგენს. მსურს აღვნიშნო, რომ ზრდის ამგვარი ტენდენცია მეტწილად ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯების შედეგია", - განაცხადა გვენეტაძემ

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულმა 16 კომპანიამ მიიღო. 

გამარჯვებული კომპანიები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. 

მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების ნომინაციაში სს „თიბისი ბანკმა" გაიმარჯვა, ხოლო მსხვილი არაფინანსური ინსტიტუტების კატეგორიაში კი სს "თელასმა". 

მცირე კომპანიებიდან გამარჯვება წილად ხვდა შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიას". 

საპატიო ჯილდოს მფლობელი კი სს „კრისტალი" გახდა.

დაჯიდლოების ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, ბიზნესის, ფინანსური ინსტიტუტების, მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, დარგობრივი ასოციაციების და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system