თავში

ვინ მოიგო და ვინ წააგო ტაქსების "გათეთრებით" - Exclusive

ვინ მოიგო და ვინ წააგო ტაქსების "გათეთრებით"
ვინ მოიგო და ვინ წააგო ტაქსების გათეთრებით - Exclusive

მას შემდეგ რაც თბილისის მერიამ ტაქსებზე რეგულაციები დააწესა, უკმაყოფილებას გამოთქვამენ თავად ტაქსისტები და მომხმარებლებიც. ტაქსისტები ამბობენ, რომ ხარჯი გაეზარდათ. მომხმარებლები ამბობენ, რომ სერვისი გაძვირდა და ქალაქში ტაქსის გაჩერება პრობლემაა, რადგან მათი რაოდენობა შემცირდა. 

როგორც Report.ge-ს ტაქსისტმა თორნიკე ბესელიამ უთხრა, რომ რეგულაციების ამოქმედებამ ტაქსაობიოს პრიოცესი გაურთულა, თუმცა რეფორმის მესამე ტალღის ამოქმედების შემთხვევაში დარწმუნებულია ტაქსით მომსახურებას ვეღარ გააგრძელებს.

"მესამე ტალღა რეფორმის, სავარაუდოდ, მანქანის წლოვანების შეზღუდვას გულისხმობს, ამიტომ მე ახალი მანქანა მჭირდება, ძველი ავტომობილით მუშაობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მესამე ეტაპზე ახალ მანქანებზე კეთდება აქცენტი და უკვე ხელი ავიღე ამ საქმეზე. მანქანის სატაქსაოდ მოწყობა, როგორსაც რეგულაცია ითვალსიწინებს, ხარჯთანაა დაკავშირებული, რომ დავხარჯო ფული, იმედი არ მაქვს რომ ხარჯს ამოვიღებ," - გვითხრა თორნიკე ბესელიამ.

ტაქსისტი ლერი ალავერდაშვილი ამბობს, რომ იძულებული გახდა ტაქსით მომსახურება მოკლე მარშრუტზე 2 ლარით, გრძელ მარშურტზე კი 3 ლარით გაეძვირებინა, გაზრდილი ხარჯის ამოღების მიზნით. მისი განმარტებით, ასე მოიქცა ტაქსოპერატორების აბსოლუტური უმრავლესობა. მისივე თქმით, ტაქსების რაოდენობა შემცირებულია და მოთხოვნა მაღალია, მაგრამ გაზრდილი ფასის გამო მომხმარებელი ტაქსის გამოძახებაზე მაინც თავს იკავებს.

თბილისის მერიაში ტაქსისტების პრეტენზიებს არ იზიარებენ და Report.ge-ს განუმარტეს, რეფორმა წარმატებულია და დასძინეს, რომ გაუმჯობესდა და უსაფრთხო გახდა ტაქსის სერვისი. მათივე განმარტებით, ამგვარი რეგულაცია მოქმედებს ყველა განვითარებულ ქვეყანაში და თუ გვინდა, რომ ცივილურ ფორმებში მოექცეს სატაქსო ურთიერთობა, ამ პროცესის გავლა აუცილებელია.

სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ტაქსების "თბილისურმა" რეფორმამ დააზარალა თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლები და არა ტაქსოკომოპანიებს. სპეციალისტების მოსაზრება Report.ge-ს დაუდასტურეს "იანდექს ტაქსიში." როგორც კომპანიაში განაცხადეს, ცვლილებებს მათ მიერ დაწესებულ ტარიფებზე არ უმოქმედია.

"ტაქსების რეგულაციას ჩვენს ფასებზე არ იმოქმედა. გასულ კვირას თბილისში ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავდნენ და ამიტომ ტაქსებზე მოთხოვნა გაზრდილი იყო. შესაბამისად, ალგორითმმა, რომელიც ფასებს ითვლის, ავტომატურად გაზარდა კოეფიციენტი კონკრეტულ მომენტებში კონკრეტულ ადგილებზე. თუმცა ეს სტანდარტული შემთხვევაა. ასე მოხდა გასულ წელსაც და ასე ხდება ყოველთვის, როდესაც კონკრეტულ ლოკაციაზე ხელმისაწვდომი მანქანების რაოდენობას მოთხოვნა აჭარბებს", - აცხადებენ "იანდექს ტაქსში".

ცნობისთვის, "იანდექსი" ტაქსის სერვისი საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა 2016 წლის აგვისტოში. ტაქსის გამოძახება შესაძლებელია თბილისში, ბათუმში და რუსთავში. 2018 წლის თებერვალში, იანდექსმა და უბერმა გააერთიანეს თავისი მგზავრების გადაყვანის სერვისები რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. შედეგად შეიქმნა ახალი კომპანია, რომლის 59.3%-ს ფლობს "იანდექსი", ხოლოდ დაახლოებით 37% ეკუთვნის "უბერს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system