თავში

ვინ შეძლებს საზტრანსპორტით უფასოდ და შეღავათიანი ტარიფით მგზავრობას?

ვინ შეძლებს საზტრანსპორტით უფასოდ და შეღავათიანი ტარიფით მგზავრობას?
ვინ შეძლებს საზტრანსპორტით უფასოდ და  შეღავათიანი ტარიფით მგზავრობას?

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონემენტების სისტემა ამოქმედდება. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამას გარდა, დედაქალაქის მერის განცხადებით, გარკვეული პირებისათვის გათვალისწინებულია შეღავათიანი ტარიფები, ხოლო თბილისის მაცხოვრებლების ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სრულიად უფასოდ იმგზავრებს.

"უფასოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებს თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები. თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული ვეტერანები და სხვა. რაც შეეხება შეღავათიან მგზავრობის ტარიფებს – 20 თეთრის გადახდის უფლებით ისარგებლებს თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებული უბნის ექიმები, პედიატრები, მანდატურები და სხვა. ასევე გვაქვს შეღავათიანი მგზავრობა 10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურ დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 ათასი და დაბალი ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system