თავში

ვინ ცდილობს განულებული სესხების ,,გაცოცხლებას"

ვინ ცდილობს განულებული სესხების ,,გაცოცხლებას"
ვინ ცდილობს განულებული სესხების ,,გაცოცხლებას

საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ კონკრეტული ფინანსური კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებენ გადაიხადონ თანხები სამომხმარებლო სესხებზე, რომელთა მიმართაც მოთხოვნის სამართლებრივი ვადები გასულია ან მთავრობის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს გადახადის ვალდებულება აღარ გააჩნიათ. 

მისი თქმით, აღნიშნული გარემოება, სავარაუდოდ, 2018 წელს, სესხების განულების პროგრამას უკავშირდება. კერძოდ, ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს ისევ ითხოვენ. 

,,ერთეული შემთხვევებია, როცა მომხმარებლებს ჩამოწერილი სესხების გადახდას ავალდებულებენ. სესხი თუ მთლიანად არის ჩამოწერილი ,,ქართუს" მიერ და მოთხოვნა მაინც არის, ადგილი აქვს თაღლითური გზით ფულის გამოძალვას და დანაშაულია.  მოსახლეობის ჩამოწერილ ვალებს ბანკები არ ითხოვენ, ისენი ძირითადად სხვადასხვა სახის საფინანსო ორგანიზაციებია, რომლებსაც კანონით აქვთ სესხის გაცემის უფლება. არ ვთვლი, რომ ტენდენციაა, მაგრამ ყოველი შემთხვევა შესაბამისი სტრუქტურების მიერ შესასწავლია, აუცილებად უნდა განიხილონ ყველა ასეთი საკითხი", - აცხადებს ლია ელიავა report.ge-თან.

მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართუს“ მიერ ვადაგადაცილებული სესხების შესყიდვიდან 2 წელი გავიდა, როგორც ელიავა ამბობს, რიგი კომპანიები კანონის დარღვევით კვლავ აიძულებენ მოქალაქეებს უკვე ჩამოწერილი ვალი მიატანინონ, რასაც შიძლება აღწევდნენ კიდეც მოქალაქეების დაბალი ფინანსური განათლების გამო.

აღნიშნული პრობლემის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ განცხადება ,,ახალგაზრდა ადვოკატებმაც" გააკეთეს. ორგანიზაციის ცნობით, საერთო სასამართლოებში არაერთი სარჩელია წარდგენილი, რომელიც უკავშირდება  ვადაგასული ან უკვე განულებულის სესხების ,,გაცოცხლების" მცდელობას ეხება სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან. სარჩელების პარალელურად, კომპანიის წარმომადგენელბი უკავშირდებიან პროცესის მონაწილე მხარეებს და სთავაზობენ დავის მორიგებით დასრულებას, ვალდებულების გადანაწილებს და რესტრუქტურიზაციას, პროცენტის განულებას და ძირი თანხის დაფარვას, რაც ხდება მუქარის, ზემოქმედებისა და დაშინების ტერმინოლოგიით.

ორგანიზაცია ერთ-ერთ ასეთ კომპანიად „ფინანსურ ბიუროს“ ასახელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system