თავში

ვირტუალური ზონის პირებს გადასახადების გადახდა მოუწევთ

ვირტუალური ზონის პირებს გადასახადების გადახდა მოუწევთ
ვირტუალური ზონის პირებს გადასახადების გადახდა მოუწევთ

შემოსავლების სამსახურმა “ვირტუალური ზონის პირების” დაბეგვრის პრაქტიკა შეცვალა. ვირტუალური ზონის პირებს 2010-2021 წლებში საქართველოში მოქმედი საგადასახადო პრაქტიკის მიხედვით, კომპანიებს არ მოეთხოვებოდათ უშუალოდ საქართველოში დასაქმებულთა ყოლა და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან მომსახურების გაწევა. თუმცა, ცოტა ხნის წინ შემოსავლების სამსახურმა მიდგომა შეცვალა და კომპანიებისგან წინა წლებში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების გადახდას მოითხოვა.

ვირტუალური ზონის პირი - ესაა სტატუსი, რომლის მოპოვებითაც საქართველოში მოოპერირე საინფორმაციო და ტექნოლოგიურ კომპანიებს დღგ-ისა და მოგების გადასახადების 0%-მდე შემცირება შეუძლიათ. ვირტუალური ზონის პირის სტატუსს კომპანიებს ფინანსთა სამინისტრო ანიჭებს. გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოში ამ სტატუსით 1,000-ზე მეტი იურიდიული პირი დარეგისტრირდა. ნულოვანი საგადასახადო მოსაკრებელი საქართველოში IT სერვისების განვითარების ხელშესაწყობად არის მიღებული. საგადასახადო შეღავათები 2010 წლის დეკემბერში - “საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების” შესახებ მიღებული კანონით და საგადასახადო კოდექსით არის განსაზღვრული.  კანონის მეექვსე მუხლის მიხედვით - “ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.” 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, “ვირტუალური ზონის პირებთან” დაკაშირებით კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელებულა, მაგრამ გადასახადების არგადახდა დანაშაულია. 

"საკანონმდებლო მიამრთულებით არც ვირტუალური და არც სხვა მიმართულებით, ჯერჯერობით, არ განხორციელებულა ცვლილება, ამიტომ თუ ვინმე რამეს არ იხდიდა, ეს ისედაც დანაშუალია უკვე,”- აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და დეტალებზე არ საუბრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system