თავში

ვირუსების ქართული სტერილიზატორის სერიული წარმოება იწყება

ვირუსების ქართული სტერილიზატორის სერიული წარმოება იწყება
ვირუსების ქართული სტერილიზატორის სერიული წარმოება იწყება

სამაგიდო სტერილიზატორი Blue Light სერიული წარმოებისთვის ემზადება. სამაგიდო სტერილიზატორის მუშაობის ეფექტურობა ლაბორატორიული კვლევებით და შესაბამისი სერთიფიკატებით უკვე დადასტურდა.

15 000 ლარიანი მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულმა სტარტაპმა გრანტის ფარგლებში დანადგარის პროტოტიპი და რამდენიმე ათეული მოდელი შექმნა, რომლებიც საჩუქრად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სასაზღვრო პოლიციას, საბაჟოებს და სხვა დაწესებულებებს საჩუქად გადაეცათ.

როგორც დამწყები მეწარმე, „ბლუ ლაითის“ დამფუძნებლმა სანდრო ოქროპირიძე ამბობს, სტერილიზაციის პრინციპი დარჩება იგივე, გაუმჯობესდება დიზაინი, 6 საათიდან 15 წუთამდე შემცირდება დანადგარის აწყობის დრო. დანადგარს ექნება ბაქტერიოციდული 100%-იანი მოქმედება.

ინოვაციური პროდუქტი, ქართულ ბაზარზე, სავარაუდოდ, 6 თვეში გამოვა და რამდენიმე ასეული დოლარი ეღირება. კომპანია საბოლოო პროდუქტს დააპატენტებს.

კომპანიამ ულტრაიისფერი სტერილიზატორებისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დასკვვნა მიღებული აქვს.

სამაგიდო სტერილიზატორი მცირე ზომის ნივთებზე ვირუსებს, ბაქტერიებს და სხვა მიკროორგანიზმებს ინდუსტრიული სიმძლვრის, UVC ტალღის გერმიციდული ნათურით და ყველა მხარეზე დამონტაჟებული ამრეკლავებით უმოკლეს დროში ანადგურებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system