თავში

ვის აქვს მეტი შანსი, დასაქმდეს გერმანიაში

ვის აქვს მეტი შანსი, დასაქმდეს გერმანიაში
ვის აქვს მეტი შანსი, დასაქმდეს გერმანიაში

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლას სამუშაო ძალის დიდი ნაწილი ცდილობს, მათ შორის ისიც, რომელიც კრიტერიუმს შეიძლება მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებდეს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რამდენიმე ისეთ დეტალს მიექცეს ყურადღება, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის. რეალურად ძალიან ცოტას ეძლევა შანსი, რომ დასაქმების პროგრამაში მოხვდეს. სპეციალისტები report.ge-თან საუბრობენ, რომ უკვე აქვთ გარკვეული აზრი ჩამოყალიბებული, თუ ვის გაეწევა ანგარიში წამსვლელტა სიის შედგენისას. 

ეკონომისტ ბადრი რამიშვილის აზრით, დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის იმოქმედებს ასაკობრივი ბარიერი, გარდა ამისა, ჯგუფში აუცილებელია უცხო ენის ცოდნა. ასევე გამოცდილება და ფიზიკური მონაცემები, თუმცა ცხადია, ფიზიკურად ამდენი მოქალაქე შეზღუდვის პირობებში, ვერ მოახერხებს გამგზავრებას, თუნდაც ჩამოთვლის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.

,,სავარაუდოდ, პროგრამაში მოხვედრის მეტი შანსი ექნება საშუალო ასაკის მოქალაქეებს, ძალიან ახალგაზრდა და 60 წელს მიღწეულებს წასვლა გაუჭირდებათ. ყურადღების მირმა არ დარჩება გამოცდილება და ფიზიკური მონაცემები, ამ ფაქტორს განსაკუთრებით მიექცევა ყურადღება. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ვინც საქართველოდან გაემგზავრება, ყველა მზად შეეცდება ზეგანაკვეთურ სამუშაზე დასაქმებას. პანდემიის გამო ხალხს შეუმცირდა შემოსავალი და გაჭირვებაა, უფრო მეტად დამძიმდა სოციალური ფონი, რის გამოც წასვლის სურვილი უფრო გამწვავდა. ვაკანსია კი ცოტა, ამიტომ ათიათასობით ადამიანისთვის გერმანიაში დასაქმების ოცნება განუხორციელებელი დარჩება “, - ამბობს რამიშვილი.

ფიზიკურ მდგომარეობასთან ერთად, როგორც პროფესორი პაატა აროშიძე report.ge-თან ამბობს, შესაძლოა ყურადღება ვაქცინაციასაც მიექცეს. 

,,ჩემი ვარაუდით, სიების შედგენისას მთავარი კრიტერიუმი იქნება ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა. როცა ასეთი პროგრამა ხორციელდება, ყურადღება მიექცევა სამუშაოს შესრულების უნარს - წინა პლანზე ეს კრიტერიუმები წამოიწევს. ჯერჯერობით არ არის საუბარი, მაგრამ უეჭველია, რომ ვაქცინაციის გარეშე გერმანია სეზონურ მომუშევეებს არ მიირებს, ალბათ ეს კრიტერიუმიც გამოიკვეთება. ჩვენ ჯერჯერობით შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რადგან რეალურად ძალიან ცოტა შეძლებს წასვლას და ამხელა სიიდან შემრჩევი შრომის ბიურო ვის მიანიჭებს უპირატესობას, ძნელი სათქმელია. ამ თვალსაზრისით,  დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინ იქნება შემრჩევი", - აცხადებს აროშიძე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში დასაქმება უკვე საქართველოს 97436 მოქალაქეს სურს. report.ge-ს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, რომ გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება გრძელდება. გერმანული მხარისგან ამ ეტაპზე 350-მდე ვაკანსიაა მოწოდებული.

ცნობისთვის, გერმანიაში დასაქმების მსურველთა შერჩევა დაიწყო.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებს ლეგალური დასაქმება სეზონურ სამუშაოებზე 1 აპრილიდან სამი თვით შეუძლიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system