თავში

ვის არ აწყობს ანაკლიის პორტი საქართველოში

ვის არ აწყობს ანაკლიის პორტი საქართველოში
ვის არ აწყობს ანაკლიის პორტი საქართველოში

სპეციალისტები რუსეთში ქერჩის სრუტეში მდებარე ნავსადგურს, ტამანს, ანაკლიის პირდაპირ კონკურენტად მოიაზრებენ. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ცაგარეიშვილის თქმით, რუსეთში დაგეგმილია 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განთავსება ტამანში, რათა ეს ნავსადგური აქციოს  რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო ლოგისტიკურ ცენტრად.

"ბუნებრივია ანაკლიის როგორც უშუალო კონკურენტის ბლოკირება, განვითარების მეტ შესაძლებლობას აძლევს ტ ა მ ა ნ ი ს ნავსადგურს. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, ყაზახეთი, რომელიც წარმოადგენს დერეფნის ძირითად მაფორმირებელ ქვეყანას, საკუთარი ნავთოპროდუქტების გადაზიდვებს აწარმოებს სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნების მიხედვით, კერძოდ, 2019 წელს ექსპორტრებული ნავთოპროდუქტების საერთო მოცულობის 65 % მსოფლიო ბაზრებზე, ტამა ნის ნავსადგურის მეშვეობით განახორციელა. მხოლოდ 7% საქართველოს ნავსადგურებით," - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ანაკლიის ნავსადგური, ამ ეტაპზე, შესაძლოა, ნავთოპროდუქტების გატარების ძირითად კვანძად არ მოიაზრებოდეს, მაგრამ ნიშანდობლივია, ბალტიის ნავსადგურების განვითარების გამოცდილება, როდესაც მათ ნავსადგრებში (რიგა, ტალინი, ვენცპილსი ლიეპაია და სხვა), სხვადასხვა ტვირთვისთვის განკუთვნილი სატერმინალო ქსელის განვითარება ტვირთმფლობელების მიერ, ეტაპობრივად, ნავსადგურების ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელეს.

"ამიტომაც ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის ნავსადგურის მიმართ, საწყის ეტაპზევე მოთხოვნა - გარანტირებული ტვირთების და სათანადო ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ, პრაქტიკულად აცდენილია განვითარების იმ სტრატეგიისგან, რომელსაც დაადგნენ ბალტიის ქვეყნები,"-აცხადებს სატრანსპორტო კვლევის ცენტრის პრეზიდენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system