თავში

ვის გაუიაფდა სესხები

ვის გაუიაფდა სესხები
ვის გაუიაფდა სესხები

2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119200 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, შესაბამისად, მათ სესხების მომსახურება გაუიაფდებათ.

ამის შესახებ report.ge-ს "საზოგადოება და ბანკებიდან" აცნობეს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით დღეს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.25% შეადგინა.

"საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6140.55 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

ორგანიზაციის მონაცენებით, 1 აპრილიდან 1 მაისამდე გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა 500-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6254.81 მილიონიდან 6140.55 მილიონ ლარამდე შემცირდა.

119200 ხელშეკრულებიდან 34200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 834.11 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობთ13.49% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილისესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისისმონაცემებით 44400სესხია მიბმული, საშუალოდ 11.25%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1923.31 მილიონი ლარია.

36700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3142.34 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1099.30 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.70%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 2043.04 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.02%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 800ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15.882 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 81.25მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 მაისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.83%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

1 მაისის მდგომარეობით, შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთისამომხმარებლო სესხებზე 12.88-დან 13.49-მდე, ავტოსესხებზე 12.32-დან 16-მდე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება სიფრთხილითაა გამოწვეული.  

"პანდემიით გამოწვეული პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდა ფასებზე კვლავ ახდენს ინფლაციურ ზეწოლას, რითიც შესაძლებელია აიხსნას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ასე მცირედით შემცირება. მეორე მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის შემცირება ინფლაციის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს, რაც შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად შერბილების საფუძველს იძლეოდეს. პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად შემცირებულია და მონეტარული სტიმულების დროულობა ეკონომიკის სწრაფად გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს," - განმარტავს "საზოგადოება და ბანკები".

რაც შეეხება ფისკალური სტიმულების (იპოთეკური სესხების ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება) მონეტარული პოლიტიკის როლში განხილვას, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არასწორია და ვერ მოახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე მასშტაბურ ზეგავლენას, რადგან კონკრეტულ ვიწრო სეგმენტს ეხება და მისი ეკონომიკაზე ზეგავლენის დაყოვნების (lag)დროც ბუნდოვანია. 

მათი აზრით, სასურველია, რომ ეროვნულმა ბანკმა შემდეგ სხდომებზე უფრო მკვეთრად შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ მოახდენს გავლენას დაკრედიტებაზე, ხოლო მეორე მხრივ გააჩენს დადებით მოლოდინებს, რადგან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საინვესტიციო რისკების შემცირების სიგნალია. 

ანალიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არასწორია. ერთ-ერთი ვერსიით, აღნიშნულ სესხს ბანკები ფასიანი ქაღალდების შესაძენად გამოიყენებენ ან სავალუტო ბაზარზე გაუშვებენ, რითაც საკუთარ პოზიციებს უფრო მეტად გაიმყარებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system