თავში

ვის მოეხსნა სპეციალური ზონალური გადასახადი

ვის მოეხსნა სპეციალური ზონალური გადასახადი
ვის მოეხსნა სპეციალური ზონალური გადასახადი

განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

როგორც report.ge-ს საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 175-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლისგან გათავისუფლების საკითხი.

ცვლილებების თანახმად, სპეციალური ზონალური გადასახადისგან თავისუფლდება გადამხდელი, თუკი ობიექტი წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობას და თუ ასეთი შენობის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება 2025 წლის 1 იანვრამდე.

პლენარულ სხდომაზე მოსმენის შემდეგ, პროექტში ცვლილებები არ შესულა.

„დღეს მეორე მოსმენით დავამტკიცეთ ცვლილება, რომლითაც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დაცვა ხდება. უდავოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ამით სახელმწიფო თამაშობს თავის პოზიტიურ როლს, რომელიც შედეგის სახით უზრუნველყოფს პრობლემის გადაჭრას. ცხადია, ასეთი ცვლილებები არის წინაპირობა იმისა, რომ ამ პრობლემის დასრულებისთვის და მოქალაქეებისთვის საკუთრების დაბრუნებისთვის გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system