თავში

ვის უმცირდება საბიუჯეტო დაფინანსება

ვის უმცირდება საბიუჯეტო დაფინანსება
ვის უმცირდება საბიუჯეტო დაფინანსება

მთავრობა რიგი უწყებების დაფინანსების შემცირებას გეგმავს. ამ შემცირებებით 600 მილიონი ლარის დაზოგვა არის დაგეგმილი.

დაზოგილი ფინანსური რესურსი სოციალურ ხარჯებს მოხდება.

2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად, 251 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება, ხოლო 177 მილიონი ლარით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება არის დაგეგმილი. 

უწყებების მიხედვით, დაფინანსების შემცირებება ასე გამოიყურება:


● ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 251 მლნ ლარით მცირდება;
● განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 177.7 მლნ ლარით მცირდება;
● თავდაცვის სამინისტრო - 75 მლნ ლარით ლარით მცირდება;
● ქალაქ თბილისის ტრანსფერი - 35 მლნ ლარით მცირდება;
● ეკონომიკის სამინისტროს ტრანსფერი - 26 მლნ ლარით მცირდება;
● სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო - 15 მლნ ლარით მცირდება;
● ფინანსთა სამინისტრო - 12 მლნ ლარით მცირდება;
● შსს 10 მილიონი ლარით მცირდება;
● საერთო სასამართლოები - 8 მლნ ლარით მცირდება;
● პარლამენტი - 4 მლნ ლარით მცირდება;
● საგარეო საქმეთა სამინისტრო - 3 მლნ ლარით მცირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system